Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე ჩომახია![]()
Biographyსწავლობდა ჭოღას სამრევლო სკოლაში; გარდა სიმღერისა, დიდი უნარი გამოიჩინა სოფლის მეურნეობაში - მეფუტკრეობაში; პირველ ხანებში ვერ ახერხებდა გუნდის შექმნას და ტრიოთი გამოდიოდა; წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებამ დაავალა გამოეყვანა თავისი ჯგუფი ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების ასი წლისადმი მიძღვნილ საღამოზე; კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ქებაც დაიმსახურა; შემდეგ ფართო ასპარეზი გადაეშალა; გალაქტიონ ჭელიძესთან მღეროდა ზუგდიდის გუნდში და მისი მოადგილეც იყო; პარალელურად ჯერ სოფელ კახათში, შემდეგ ჯუმში ასწავლიდა სიმღერებს მინდვრის მუშებს, კოლმეურნეებს; წალენჯიხის რაიონმა მას ჩააბარა ეთნოგრაფიული გუნდი, რომელმაც 1936 წლიდან მრავალი კონცერტი გამართა; რაიონში მრავალგან დააარსა გუნდები; ხალხურ სიმღერებს ასწავლიდა ჩაის ფაბრიკის მუშა-მოსამსახურეებს; წალენჯიხის გუნდმა დიდი წარმატება მოიპოვა მეოთხე და მეხუთე რესპუბლიკურ ოლიმპიადებზე; თვით ივანეს რეპერტუარი უმთავრესად ისეთი სახუმარო სიმღერებისგან შედგებოდა, როგორებიცაა: "თუნთიქ რხინით მიხალისუ"(დათვი ლხინით გახალისდა), "ქაჯური"; მოხუცებულობის გამო წალენჯიხის რაიონული გუნდის ხელმძღვანელობა თავის მოწაფეს, აგრონომ ვლადიმერ სალიას გადააბარა, გუნდმა სალიას ხელმძღვანელობით საქართველოს მეექვსე და მეშვიდე ოლიმპიადებში კვლავ ისახელა თავი; ივანე ჩომახია დიდსა თუ პატარას, ქალსა თუ კაცს, ყველას მონდომებით ასწავლიდა სიმღერას სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე; ლოტბარი. წყარო: http://chanting.ge/?page_id=7
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |