The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რაჟდენ ხუნდაძე

რაჟდენ ხუნდაძე
სხვა სახელი:საჯავახოელი  (ფსევდონიმი)
საჯაოხელი  (ფსევდონიმი)
ქართველიშვილი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1845
გარდაცვ. თარიღი:1929  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:ლიტერატურათმცოდნე, პოეტი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კალაგონი, ჩოხატაურის რაიონი

დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია.

ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ქუთაისში, სადაც გიმნაზიაში ასწავლიდა საღვთო სჯულსა და სასულიერო გალობას; ტიპიკონის ქართული ვერსიის ავტორი; დიდი დამსახურება მიუძღვის სასულიერო საგალობლების, ხალხური სიმღერების შეკრება, ჩაწერასა და პოპულარიზაციაში; 19885–1912წწ. გამოსცა ქართული სასულიერო საგალობლის 10–ზე მეტი კრებული, მათგან აღსანიშნავია: "შემოკლებული საეკლესიო ტიბიკონი" (1887, ქუთაისი), "ღვთისმშობლის მიძინების სვინაქსარი"(1894, ქუთაისი), "ქართული საეკლესიო გალობა გურულ-იმერულ კილოზე" (1902, ქუთაისი), "ქართული გალობა(ლიტურღია იოანე ოქროპირისა, ვასილ დიდისა და გრიგოლ ღვთის-მეტყველისა. პარტიტურა, ნოტებზე გადაღებული გურულ-იმერულ სადა კილოზე)" (1911, თფილისი), "საეკლესიო ტიბიკონი"(1910, ქუთაისი); ეწეოდა აქტიურ ლიტერატურულ და პუბლიცისტურ მოღვაწეობა, "საჯავახოელი"-ს, "საჯაოხელი"-ს, "ქართველიშვილი"-ს ფსევდონიმებით ლექსებს და პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებდა ქართულ პერიოდულ პრესაში ("ივერია", "მწყემსი", "კოლხიდა", "განათლება", "ჩვენი ქვეყანა"); 1905 წელს ქუთაისში გამოიცა მისი ლექსების კრებული; ხუნდაძეს ეკუთვნის, აგრეთვე, რამდენიმე მუსიკალური ნაწარმოები, მათ შორის ოპერა "უცნაური ქორწილი"; მეგობრობდა ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძესთან, ი. ჭავჭავაძესთან, ა. წერეთელთან, ნ. ნიკოლაძესთნ, მ. გურიელთან; დეკანოზი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საეკლესიო საგალობლების ცნობილი შემკრები, ნოტებზე გადამტანი და შემსრულებელი, ლოტბარი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 588;  ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.401

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • იმერეთის ეპარქიის სარწმუნოებრივ–საგანმანათლებლო ძმობა, წევრი
  • საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფო საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი

გააზიარე: