Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პაპუნა წერეთელი![]()
Biographyიმერეთის სამეფოს სამხედრო-პოლიტიკური მოღვაწე. "ზემო ქვეყნის", "ზემო მხარის" (ზემო იმერეთის) სარდალი, მოლარეთუხუცესი. სოლომონ I-ის პოლიტიკური მიმდევარი და მისი ერთგული თავადი. 1779 წელს იყო იმერთა ჯარის "სპასალარი" რუხის ბრძოლაში. დიდი როლი შეასრულა დავით II გიორგის ძის გამეფებაში, შემდეგ ბერი წულუკიძესთან ერთად მეთაურობდა თავადთა იმ ჯგუფს, რომელმაც დავით გიორგის ძე ტახტიდან ჩამოაგდო და სოლომონ II-ის სახელით გაამეფა ტახტის პრედენდენტი დავით არჩილის ძე. პაპუნა წერეთლის სახელთანაა დაკავშირებული მოდინახეს ციხის აშენება. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ., 1987.-გვ.308
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |