The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რეზო ხურცილავა

Legal name:რევაზ ხურცილავა
Date of birth:10 October, 1929  (95 years)
Category:Conductor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა თბილისის ზოოვეტერინარული ტექნიკუმი 1944 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1952 წელს(ვალტორნა), კიევის კონსერვატორია 1964 წელს(სადირიჟორო).

1964 წლიდან იყო საქართველოს რადიოტელევიზიის სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი; 1966–1968წწ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორ–სტაჟიორი; 1968 წლიდან თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრის მთავარი დირიჟორი; მუშაობდა თბილისის III მუსიკალურ სასწავლებელში(ჩასაბერი საკრავის პედაგოგი); 1963 წლიდან ქუთაისის ოპერის თეატრის მთავარი დირიჟორი; ქართული რეპერტუარი: ო. თაქთაქიშვილი "მინდია", მ. დავითაშვილი "ქაჯანა"(1966, პრემიერა); მუსიკალური კომედიები, ოპერეტები: ა. შავერზაშვილი "ნინო"(1967, პრემიერა), ს. ცინცაძე "სიმღერა ტყეში"(1968, პრემიერა), ლ. იაშვილი "ბაბაჯანას ქოშები"(1968, პრემიერა), ვ. აზარაშვილი "მეცხრე ტალღა"(1969, პრემიერა), გ. ცაბაძე "კურკას ქორწილი"(1969, პრემიერა), შ. მილორავა "სიმღერა თბილისზე"(1969, II რედაქციის პრემიერა), ბ. კვერნაძე "ცოლები და ქმრები"(1970, პრემიერა), ა. რაქვიაშვილი "სხვისი შვილების მამა"(1973); ბალეტები: ვ. აზარაშვილი "ხევისბერი"(1982, პრემიერა ქუთაისი), შ. დავიდოვ–დავითაშვილი "ზვიადაური"(1986, პრემიერა, ქუთაისი); საორკესტრო ნაწარმოებები: ტ. ბაქრაძე ვოკალურ–სიმფონიური პოემა "მარუხი"(1965, პირველი შესრულება), მ. დიაკვნიშვილი სიმფონიური პოემა(1966), ვ. აზარაშვილი სიმფონია N1(ჩანაწერი რადიოს ფონდში); ინსტრუმენტული კონცერტები: ე. ჯაბადარი საფორტეპიანო N1(1964), დ. ჩხეიძე საფორტეპიანო N3(1967); სხვა რეპერტუარი: პუჩინი "ტოსკა"(1975, ქუთაისი), მეიტუსი "ახალგაზრდა გვარდია"(1977, ქუთაისი), პროკოფიევი ბალეტი "უძღები შვილი"(1983, ქუთაისი), დვორჟაკი კონცერტი ვიოლონჩელოსათვის; ვალტორნისტი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 590



Share: