The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქაიხოსრო წერეთელი

დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:28 ივლისი, 1828
კატეგორია:პოლიტიკოსი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

იმერეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, XVIII საუკუნის 90-იანი წლებისა და XIX საუკუნის I მეოთხედის "ზემო ქვეყნის", "ზემო მხარის", ანუ ზემო იმერეთის უკანასკნელი სარდალი. სოლომონ II-ის პოლიტიკის მიმდევარი. 1810 წელს რუსი მოხელეების მიერ დაპატიმრებული სოლომონ II, წერეთლის ინიციატივით თბილისიდან ახალციხის საფაშოში გააპარეს. იმერეთის აჯანყების დამარცხების შემდეგ თვით წერეთელიც ემიგრაციაში გაჰყვა მეფეს. კონსტანტინეპოლში მან საფრანგეთის საქმეთა რწმუნებულს გადასცა სოლომონ II-ის წერილი ნაპოლეონისადმი, რომლითაც მეფე მას მფარველობას სთხოვდა. ეს ცდა უშედეგოდ დამთავრდა. 1816 წელს წერეთელი სამშობლოში დაბრუნდა და მალე რუსეთის მთავრობას შეურიგდა. აქტიური მონაწილეობა მიიღო ცარიზმის კოლონიური რეჟიმის წინააღმდეგ მოწყობილ 1819-1820წწ. იმერეთის აჯანყების ჩაქრობაში. ერთგული სამსახურისათვის 1821 წელს იმპერატორმა პოლკოვნიკობა უბოძა.

წყაროქართული საბჭოთა ენციკლოპედია.11.-თბ., 1987.-გვ.309


 


გააზიარე: