Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ჭავჭავაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის პაჟთა კორპუსი. 1890 წლიდან მსახურობდა ნიჟეგოროდის 44-ე დრაგუნთა პოლკში. 1989-1905წწ. მსახურობდა მთავარ შტაბში. 1905-1914 წლებში მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების მთავარსარდლის ადიუტანტად. 1905 წელს დაინიშნა კავკასიის მეფისნაცვლის ადიუტანტად. პირველ მსოფლიო ომს პოდპოლკოვნიკის ჩინით შეხვდა. 1914 წლის აგვისტოში ჩააბარეს ჩერქეზული პოლკი, რომელიც "ველურ დივიზიად" წოდებულ კავკასიის მკვიდრთა ცხენოსან დივიზიაში შედიოდა. თავი გამოიჩინა საბრძოლო მოქმედებების დროს და მიენიჭა იმპერიის არაერთი ორდენი. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, რუსეთის დროებითმა მთავრობამ გენერალ-მაიორის წოდება უბოძა. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების (1918 წლის მაისი) შემდეგ, ჭავჭავაძე ეროვნულ არმიაში მსახურობდა. 1921 წელს, საქართველოში წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ სამხედო სამსახურიდან გადადგა. ცხოვრობდა ტფილისში. არაერთხელ იყო დაპატიმრებული ბოლშევიკური რეჟიმის მიერ. 1930 წლის თებერვალში კვლავ დააპატიმრეს "კონტრრევოლუციური მიზნებით შეიარაღებული აჯანყების" ბრალდებით და მალე დახვრიტეს. პოლკოვნიკი (1915), რუსეთისა და საქართველოს არმიების გენერალ-მაიორი (1917). წყარო: burusi.wordpress.com; სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.100; ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედიის პორტალი: ka.wikipedia.org Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |