Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არჩილ ჭავჭავაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი წინანდალი, თელავის რაიონი. სამხედრო სამსახური დაიწყო 1862 წელს პროპორშჩიკის ჩინით; ტვერის 43-ე დრაგუნთა პოლკისა და კავკასიის მე-12 სახაზო ათასეულის შემადგენლობაში 1862-1864წწ. მონაწილეობდა კავკასიის ომების (1817-1864) უკანასკნელ ოპერაციებში დასავლეთ კავკასიაში; 1876 წელს მიიღო მაიორის ჩინი; 1877 წელს ახლადჩამოყალიბებული დაღესტნის ცხენოსანთა ბრიგადის მე-3 პოლკის მეთაური იყო; მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში (1877-1878). განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ავლარის მთასთან 1877 წლის წლის 3 ოქტომბერს გამართულ ბრძოლაში, ყარსის აღებაში 1877 წლის 6 ნოემბერს, არზრუმთან ბრძოლებში. 1879 წელს ჭავჭავაძე დანიშნეს დაღესტნის ცხენოსანთა 1-ლი პოლკის მეთაურად, იგი მონაწილეობდა იმიერკასპირეთში რუსეთის არმიის ახალთექის (1879 წლის აგვისტო) ექსპედიაში. 1883 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება; 1889-1896წწ. იყო სევერსკის პოლკის მეთაური; 1896-1902წწ. - კავალერიის ბრიგადის მეთაური; 1892 წლის11 ივნისს დაინიშნა კავკასიის კავალერიის დივიზიის მეთაურად. რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1896), კავალერიის გენერალ ზაქარია ჭავჭავაძის უმცროსი ძმა, თავად გულბაათ ჭავჭავაძის ვაჟი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ., 1987.-გვ.377; კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.198
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |