The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამარ ჭავჭავაძე

თამარ ჭავჭავაძე
Date of birth:24 January, 1852
Date of death:1933  (at 80 years)
Burial location:სვეტიცხოველი, მცხეთა
Category:Nobleman, Translator, Poet

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

ორი წლის ასაკში, ათი თვის მანძილზე ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა შამილის ტყვეობაში დაღესტანში. შემდეგ იყო საიმპერატორო კარის ფრეილინა, სათავადაზნაურო გიმნაზიის მზრუნველთა კომიტეტის წვერი, გურიის გლეხების დასახმარებლად შექმნილი სახლთგადამწვართა კომიტეტის თავმჯდომარე. განათლება მიიღო პარიზში, ცხოვრობდა იტალიასა და შვეიცარიაში. ფრანგულად გამოსცა ლექსების კრებული ფსევდონიმით "საზანდარი". 1919-1920 წწ.-ში რედაქტორობდა გაზეთებს - "თავისუფალი საქართველო", "საქართველოს რესპუბლიკა" (ორივე ფრანგულ ენაზე). ფრანგულად თარგმნა "ვეფხისტყაოსანი" (გამოიცა 1977 წელს). თარგმნილი აქვს ალ. ჭავჭავაძის, გრ. ორბელიანის, ნიკ. ბარათაშვილის, ი. ჭავჭავაძის, აკ. წერეთლის, ვაჟა-ფშაველას თხზულებები, მ. ლერმონტოვის პოემა "დემონი", ოპერა "აბესალომ და ეთერის" ლიბრეტო და სხვ. შეაგროვა ქართული ყოფა-ცხოვრების ამსახველი ექსპონატები და ვენეციაში, საკუთარ ვილაში მოაწყო ქართული კულტურის მუზეუმი. ქართველი საზოგადო მოღვაწე, გენერალ დავით ჭავჭავაძის ქალიშვილი, პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილიშვილი, თავად ირაკლი ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკის მეუღლე.  

წყარო: თავადი ჭავჭავაძეები : ისტ. ნარკვევი /იური ჩიქოვანი.-თბ.,2002

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი

Share: