შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელენე ჭუბაბრია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. სწავლობდა ბათუმის ათწლედში. წარჩინებულ მოწაფეს სკოლის კედლებშივე აღმოაჩნდა კარგი სმენა და მდიდრული ხმა; შვიდი წლის ასაკიდან გუნდში მღეროდა; 1921 წელს ბათუმში მელიტონ კუხიანიძის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ქართული ხალხური სიმღერის გუნდი, სადაც ელენე ერთ-ერთი წამყვანი მომღერალი იყო. ამ გუნდმა გამარჯვება მოიპოვა სრულიად საქართველოს მომღერალთა გუნდების ოლიმპიადაზე 1929 წელს; ოცდაერთი წლისა იყო ბათუმის მგელაძის სახელობის ათწლედში სიმღერის მასწავლებლი; აქ იგი ხელმძღვანელობდა სასკოლო მომღერალთა გუნდს; ოცდასამი წლის ასაკში გათხოვდა ბათუმის კაპელის ახალგაზრდა მომღერალზე, შემდეგში ცნობილ ვეტერინარზე ვალენტინ (შალვა) ჭუბაბრიაზე; ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა დიდხანს იმღერა კაპელაში; კაპელას ახლდნენ საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქებში გამართული გასტროლების დროს; მათი მონდომება სანიმუშო იყო კაპელის სხვა მომღერლებისათვის; 1932 წლიდან ელენე ჭუბაბრია უკვე თბილისშია; აქ იგი მიიწვიეს სოლისტად კომპოზიტორ კოტე ფოცხვერაშვილის ხელმძღვანელობით არსებულ აკადემიურ გუნდში, ხოლო მომდევნო წლიდან იგი ავქსენტი მეგრელიძის მეჩონგურეთა ანსამბლის წამყვანი მომღერალია; აქ ჩონგურზე დაკვრას ადვილად დაეუფლა; იგი ხშირად გამოდიოდა საქართველოს რადიოთი; მეჩონგურეთა ანსამბლის წარმატებას ელენე ჭუბაბრიას ვოკალურმა მონაცემებმა დიდად შეუწყო ხელი; პარალელურად, 1936 წელს იგი ალტის პარტიას მღეროდა რადიოკომიტეტთან არსებულ ოთხხმოვან გუნდში, რომელსაც კომპოზიტორი შალვა თაქთაქიშვილი ხელმძღვანელობდა; ამავე წელს მან აქტიური მონაწილეობა მიიღო დასავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის მიერ ჩატარებულ წინასადეკადო მუშაობაში, რომლის ორგანიზაცია და ხელმძღვანელობა დაკისრებული ჰქონდა კირილე პაჭკორიას; მან თავისი სოლო სიმღერებით ისახელა თავი, მოსკოვსა და ლენინგრადში; დეკადის შემდეგ სამიოდე წელიწადი იგი კვლავ განაგრძობდა დასავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში მოღვაწეობას და ახლდა ანსამბლს საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქებში გასტროლების დროს; რამდენიმე წლის განმავლობაში იგი ავქსენტი მეგრელიძეს ეხმარებოდა ქართული საკრავების ფართო პოპულარიზაციის საქმეში; ხოლო ათი წელი (1943-1953) იგი სოლისტ მეჩონგურედ მუშაობდა ავქსენტი მეგრელიძის ხელმძღვანელობით არსებულ რადიოკომიტეტის გუნდში; საქართველოს რადიოს ფონდში ინახება მისი ჩვეული გულწრფელობითა და ვირტუოზულობით ნამღერი მეგრული ("ჩელა"), თუ კახური ჩონგურ-ფანდურზე დასამღერებელი სიმღერები; მის მიერ შესრულებულ თითოეულ სიმღერას საკუთარი ინტერპრეტაცია ჰქონდა; ხალხური მომღერალი. წყარო: მეგრული სიმღერის დედოფალი : ელენე ჭუბაბრია / მოგვითხრობს ანზორ ერქომაიშვილი.-თბ.,2019.-გვ.285; qwelly.com ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |