შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იორამ ჩადუნელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი იგოეთი, კასპის რაიონი. დაამთავრა მოსკოვის საკავშირო დაუსწრებელი იურიდიული ინსტიტუტი 1949 წელს. მუშაობა დაიწყო პროკურატურის ორგანოებში. პირველი მოთხრობა "დაკარგული იმედი" გამოაქვეყნა 1960 წელს. პირველი წიგნი "ცხოვრების ზღურბლზე" - 1963 წელს. მას ეკუთვნის პროზაული კრებული "ნაზვრევი" (1970), თანამედროვე ცხოვრების მოვლენებზე აგებული დეტექტიური ჟანრის მოთხრობები და რომანები ( "საზღაური", 1972; "გვიმრის ფოთლების საიდუმლოება", 1972; "მსჯავრი", 1974; "უცნობი მგზავრი", 1976; "საშობაო მეჯლისი", 1976) და სხვა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.70 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |