The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რუსუდან ხუნწარია

რუსუდან ხუნწარია
დაბადების თარიღი:1949  (76 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია 1973 წელს (პროფ. ს. ნეიგაუზის კლასი); 1975 წელს კონსერვატორიის ასპირანტურა (ხელმძღვანელი პროფესორი ი. ზაკი).

1969 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტია; მისი შესრულებისათის დამახასიათებელია მაღალი პროფესიული კულტურა, ვირტუოზული ტექნიკა; რეპერტუარში აქვს ქართველი (ო. თაქთაქიშვილის, ა. მაჭავარიანის და სხვა) და საზღვარგარეთელ კომპოზიტორთა (ფ. შოპენის, ვ. ა. მოცარტის, ფ. ლისტის, კ. დებიუსის, ა. სკრიაბინის და სხვა) ნაწარმოებები; ფირმა "მელოდიაში" ჩაწერილი აქვს 8 ფირფიტა (გ. ფ. ჰენდელის, ფ. შოპენის, ფ. ლისტის, ა. სკრიაბინის, ა. მოსოლოვის ნაწარმოებები); ბოლო წლებში აქტიურად იყო ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში; მან პირველმა შექმნა საქართველოში უპატრონო, მიტოვებული ცხოველების თავშესაფარი და საქველმოქმედო ფონდი "არგუსი".

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.997

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1983 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1975 - პიანისტთა ვიანა და მოტას სახელობის საერთაშორისო კონკურსი, ლაურეატი (ლისაბონი)

გააზიარე: