შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერგო ჯაიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი 1957 წელს. მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ პირველობაში და მესამე პრიზიორი ბჯენით ხტომებში (1954), მსოფლიოს სტუდენტთა თამაშების მეორე პრიზიორი ბჯენით ხტომებში (1954), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1954 - ბჯენითი ხტომები, 1955 - ღერძზე ვარჯიში), ორგზის მეორე (1951 - თავისუფალი ვარჯიში, 1953 - ბჯენითი ხტომები) და ორგზის მესამე (1951 - ბჯენითი ხტომები, 1954 - თავისუფალი ვარჯიში) პრიზიორი; სპორტის სახეობა: სპორტული ტანვარჯიში; მწვრთნელები - გ. ეგნატაშვილი და გ. ჭილაია. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.1002 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |