Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იური თევზაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1965 წელს. ამავე წლიდან დაიწყო მუშაობა ფიზიკის ფაკულტეტის ბირთვული ფიზიკის კათედრაზე. 1967–1974 წლებში სამეცნიეო მივლინებით იმყოფებოდა ბირთვული გამოკვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის (დუბნა, რუსეთი) მაღალი ენერგიების ფიზიკის ლაბორატორიაში. 1974–2005 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის მაღალი ენერგიების (ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის) კათედრაზე, 1988–2005 წლებში იყო ამ კათედრის გამგე. 2006 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის გამგე. თანამშრომლობს COMET (Coherent Muon to Electron Transition, იაპონია) კოლაბორაციაში და არის მისი საბჭოს წევრი. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მისი კვლევის მიმართულებაა ექსპერიმენტული ბირთვული ფიზიკა, ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა, მაღალი ენერგიების ფიზიკა. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (1995). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.647 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |