შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ ქეშელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1931 წელს. 1938-1981წწ. ამავე ინსტიტუტის ზოგადი მიწათმოქმედების კათედრის გამგე იყო. შეისწავლა საქართველოს მინდვრის კულტურებისათვის ნიადაგის დამუშავების ძირითადი საკითხები, აგრეთვე სარეველა მცენარეები და მათთან ბრძოლის საშუალებები. ავტორია სახელმძღვანელოებისა: "მიწათმოქმედება და მემცენარეობა" (1964); "ზოგადი მიწათმოქმედება"(თანაავტორი, 1975); "სოფლის მეურნეობის საფუძვლები" (თანაავტორი, 1972); "საქართველოს სარეველა მცენარეულობა და მასთან ბრძოლის საშუალებები" (1966) და სხვა. აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1968). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.504 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |