შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლამარა ქველიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1965 წელს. იყო ნ. კანდელაკის მოწაფე. 1967 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში; 1976 წელს თბილისში მოეწყო მისი მედლების პერსონალური გამოფენა. ნამუშევრები: მედლები - ი. ნიკოლაძე (ბრინჯაო, 1971, მწერალთა კავშირი, თბილისი), გოეთე (ბრინჯაო, 1973, გოეთეს სახლ-მუზეუმი, ვაიმარი), ჯ. ჯოისი (ბრინჯაო, 1974, ჯოისის სახლ-მუზეუმი, დუბლინი) და სხვა. ქანდაკება - მარაბდის მემორიალი "ცხრა ძმა ხერხეულიძე" (არქ. რ. კიკნაძე, შ. ყავლაშვილი, ბაზალტი, 1972), ვაჟა-ფშაველა (ბრინჯაო, 1965, აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმი, მოსკოვი) და სხვა. სამედალო ხელოვნების ოსტატი. წყარო : ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.512; http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/153588 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |