შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მერაბ თევზაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსტიტეტი) სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო საქმის ინსტიტუტში. 1985–2007 წლებში იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო გეოდეზიის, მარკშეიდერიისა და ქალაქის კადასტრის კათედრის გამგე, 2007–2011 წლებში სტუ-ის საინჟინრო გეოდეზიის დეპარტამენტის უფროსი. მერაბ თევზაძე იყო გეოდეზიური კვლევის რესპუბლიკური ცენტრის ხელმძღვანელი. მისი შრომები ეხება გეოდეზიასა და სამარკშეიდერო საქმეში ფიზიკური მანძილმზომების თეორიას და მის გამოყენებას საინჟინრო ნაგებობების დაპროექტება-მშენებლობაში. შექმნა სამარკშეიდერო მონიტორინგის სისტემა. მამასთან (ნიკოლოზ თევზაძესთან) ერთად ხელმძღვანელობდა საინჟინრო გეოდეზიის სპეციალობის ჩამოყალიბებას. მონაწილეობდა მსოფლიოში უნიკალური ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის, თბილსრესის, მადნეულის საბადოს, სამების საკათედრო ტაძრის გეოდეზიური საფუძვლის პროექტირებაში. მერაბ თევზაძემ ფეთქებადსაშიშ შახტებში პირველად გამოიყენა ერთდროულად გიროთეოდოლიტი და შუქმანძილმზომი. მიღებული აქვს საქართველოს საპატრიარქოს სიგელი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1989), პროფესორი (1989). გეოდეზისტი, სამთო ინჟინერ-მარკშაიდერი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.647; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.252 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |