The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ თევზაძე

ნიკოლოზ თევზაძე
Date of birth:9 May, 1908
Date of death:24 January, 1985  (at 76 years)
Burial location:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი 1930 წელს და საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1936 წელს.

1941–1985 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის(ამჟამად საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტი) საინჟინრო გეოდეზიისა და მარკშაიდერიის კათედრის გამგე. კითხულობდა ლექციებს თსუში, სოხუმისა და ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტებში. მისი შრომები ეხება უმაღლესი გეოდეზიის, გეოდეზიური ასტრონომიის, გეოდეზიური გრავიმეტრიის, ტოპოგრაფიის, გეოდეზიურ და სამარკშაიდერო განაზომთა მათემატიკური დამუშავების თეორიის საფუძვლებს. ავტორია საინჟინრო გეოდეზიის ათტომიანი სახელმძღვანელოსი (1974–1985), რომელშიც მოცემულია გეოდეზიისა და მარკშაიდერიის ძირითადი საკითხები. ამ ნაშრომისათვის ნიკოლოზ თევზაძეს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია (1988). მისი შრომების საფუძველზე ჩამოყალიბდა ახალი სპეციალობა–საინჟინრო გეოდეზია. ხელმძღვანელობდა და უშუალოდ მონაწილეობდა რთული გეოლოგიური პირობების მქონე თბილისის მეტროპოლიტენის, სპორტის სასახლის და მსოფლიოში უნიკალური ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის გეოდეზიური საფუძვლის პროექტირებასა და მშენებლობის განხორციელებაში. წლების განმავლობაში იყო სსრ კავშირის სახმშენის სამეცნიერო-ტექნიკური საბჭოს, ასტრონომიული გეოდეზიის საზოგადოების  საქართველოს განყოფილების პრეზიდიუმის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დედამიწის ქერქის კომპლექსური გამოკვლევის სამეცნიერო საბჭოს, ბუნების დაცვის საზოგადოების რესპუბლიკური საბჭოს პრეზიდიუმის წევრი; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ახალი კორპუსების მშენებლობის პირველი მთავარი ინჟინერი საზოგადოებრივ საწყისებზე. 1973–1985 წლებში იყო ქართული ენციკლოპედიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა რედაქციის გეოდეზიის სექციის თავმჯდომარე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. გეოდეზისტი, მარკშაიდერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1962), პროფესორი (1962).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.647; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge

Member of Organizations

  • ასტრონომიული გეოდეზიის საზოგადოების საქართველოს განყოფილება , პრეზიდიუმის წევრი
  • ბუნების დაცვის საზოგადოების რესპუბლიკური საბჭო , პრეზიდიუმის წევრი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დედამიწის ქერქის კომპლექსური გამოკვლევის სამეცნიერო საბჭო , წევრი
  • სსრ კავშირის სახმშენის სამეცნიერო-ტექნიკური საბჭო, წევრი
  • ქართული ენციკლოპედიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა რედაქციის გეოდეზიის სექცია , თავმჯდომარე (1973-1985)

Awards and Honors

  • 1988 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
    საინჟინრო გეოდეზიის ათტომიანი სახელმძღვანელოს ავტორობისათვის
  • 1967 - საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე

Bibliography

  • საინჟინრო გეოდეზია (Author) // ნაწ. 3 : განაზომთა შეცდომების თეორია და გამოთვლების ტექნიკა. - თბილისი, განათლება, 1983. - 405გვ.
  • საინჟინრო გეოდეზია : 10 ნაწილად : სახელმძღვ. უმაღლ. ტექნ. სასწ. სტუდენტებისათვის (Author) // ნაწ. 4 : უმცირეს კვადრატთა მეთოდი. - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1983. - 471გვ.
  • საინჟინრო გეოდეზია : 10 ნაწილად : სახელმძღვ. უმაღლ. ტექნ. სასწ. სტუდენტებისათვის // ნაწ. 10 : გეოდეზიური სამუშაოების ორგანიზაცია და წარმოება სახალხო მეურნ. სხვადასვხა დარგების საინჟინრო ამოცანების გადაწყვეტის დროს. - თბილისი, განათლება, 1982. - 470გვ.
  • საინჟინრო გეოდეზია (Author) // ტ. 9 : ტოპოგრაფიული სამუშაოები. - თბილისი, განათლება, 1980. - 471გვ.
  • საინჟინრო გეოდეზია : 10 ნაწილად : სახელმძღვ. უმაღლ. ტექნ. სასწ. სტუდენტებისათვის (Author) // ნაწ. 8 : ძირითადი ასტრონომიული და გეოდეზიური სამუშაოები. - თბილისი, განათლება, 1979. - 447გვ.
  • საინჟინრო გეოდეზია : 10 ნაწილად : სახელმძღვ. უმაღლ. ტექნ. სასწ. სტუდენტებისათვის (Author) // ნაწ. 7 : საყრდენი პუნქტები, მანძილსაზომები და მანძილმზომები, სანიველო და სანიველირო ინსტრუმენტები. - თბილისი, განათლება, 1977. - 403გვ.
  • საინჟინრო გეოდეზია : 10 ნაწილად : სახელმძღვ. უმაღლ. ტექნ. სასწ. სტუდენტებისათვის (Author) // ნაწ. 6 : გეომეტრიული ოპტიკა, კუთხსაზომი ხელსაწყოები და ინსტრუმენტები. - თბილისი, განათლება, 1975. - 415გვ.
  • საინჟინრო გეოდეზია : 10 ნაწილად : სახელმძღვ. უმაღლ. ტექნ. სასწ. სტუდენტებისათვის (Author) // ნაწ. 1 : სამყაროს ფიზიკური და გეომეტრიული ელემენტები. - თბილისი, განათლება, 1974. - 305გვ.
  • საინჟინრო გეოდეზია : 10 ნაწილად : სახელმძღვ. უმაღლ. ტექნ. სასწ. სტუდენტებისათვის (Author) // ნაწ. 2 : სფეროიდული, სფერული და სიბრტყისმიერი გეოდეზიის ელემენტები. - თბილისი, განათლება, 1974. - 334გვ.

Share: