შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ტიტე ქიქოძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1886 წელს. 21 წელი იმუშავა თბილისში გუბერნიის ექიმად. მისი თაოსნობით კავკასიის სამედიცინო საზოგადოების ხარჯზე დაარსდა 13 ქსენონი და 18 სახელმწიფო სასოფლო საავადმყოფო. 1921 წლიდან იყო ჯანსახკომის სანიტარული ეპიდემიის განყოფილების გამგე. 1923 წლიდან კი სახელმწიფო დაზღვევის თერაპევტ-კონსულტანტი. გამოქვეყნებული აქვს შრომები: "თბილისის გუბერნიის მედიკურ-ტოპოგრაფიული ნარკვევი", "სამედიცინო დახმარება თბილისის გუბერნიის სოფლის მოსახლეობას" და სხვა. თერაპევტი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "სისხლის პათოლოგიური ანატომია ფილტვების ანთების დროს", დაიცვა 1890. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.538; http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/34809
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |