The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი კიკნაძე

დიმიტრი კიკნაძე
დაბადების თარიღი:5 აგვისტო, 1917
გარდაცვ. თარიღი:9 ივნისი, 1982  (64 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:გამომგონებელი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის მექანიკური ფაკულტეტი 1942 წელს.

იყო მჭრელი იარაღის რაციონალური გამოყენების სათავო საპროექტო საწარმოო საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური ბიუროს თბილისის ფილიალის დირექტორი; 1969–1978წწ. ს. კიროვის სახელობის თბილისის ჩარხმშენებელი ქ-ნის დირექტორი ორმოცდაანი წლებიდან მუშაობდა 31 საავიაციო ქარხანაში (ამჟამინდელი თბილავიამშენი) სხვადასხვა პოზიციაზე, იყო ქარხნის მთავარი ინჟინრის მოადგილე; 1978–1982წწ. თბილისის "ორგპრომინსტრუმენტის" ქარხნის დირექტორი. ნაშრომისთვის "გამოსაშვები პროდუქციის ხარისხისა და ტექნოლოგიური პროცესების კონტროლის პროგრესული მეთოდებისა და საშუალებების კვლევა, შექმნა და დანერგვა", სპეციალისტების ჯგუფთან ერთად, 1975 მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ინჟინერ-მექანიკოსი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1965).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 513; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 30

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატა, პრეზიდიუმის წევრი
  • სკკპ, წევრი (1964-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1975 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1964 - საქართველოს დამსახურებული გამომგონებელი
  • 1962 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • საპატიო ნიშნის ორდენი (2 ორდენი)
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)

გააზიარე: