The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირინე ჯანდიერი

ირინე ჯანდიერი
დაბადების თარიღი:10 ნოემბერი, 1940  (84 წლის)
კატეგორია:მსახიობი, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1958 წელს (პედაგოგი ა. წერეთელი).

1959-1990 წლებში თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი იყო; მის ცეკვას ახასიათებს ფორმის სინატიფე, ტრაგიკული ჟღერადობა; პარტიები: ოდეტა-ოდილია, ავრორა, ფრანჩესკა (პ. ჩაიკოვსკის "გედების ტბა", "მძინარე მზეთუნახავი", "ფრანჩესკა და რიმინი"), კიტრი (ლ. მინკუსის "დონ კიხოტი"), მირტა (ა. ადანის "ჟიზელი"), ირემა, ნატაშა (დ. თოდაძის "გორდა", "მშვიდობისათვის"), გოგონა (ფ. ღლონტის "განთიადი"), მედეა (რ. გაბიჩვაძის "მედეა") და სხვა; გადაღებულია ფილმში "პრომეთე" (დადგმა მ. ლავროვსკისა, მუსიკა ა. სკრიაბინისა, 1983); 1968 წელს კლასიკური ბალეტის მსახიობთა საკავშირო (ყოფილი სსრკ) კონკურსზე ლაურეატის I ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდა, 1969 წელს მოსკოვში გამართულ პირველ საერთაშორისო საბალეტო კონკურსზე III პრემიის ლაურეატი, 1972 წელს ვარნის ბალეტის მსახიობთა საერთაშორისო კონკურსის III პრემიის ლაურეატი გახდა. 1991 წლიდან თეატრის საბალეტო დასის პედაგოგ-რეპეტიტორია. ბალერინა.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.1003; თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ვებ-გვერდი: opera.geწიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.324

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული საოპერო ხელოვნების განვითარებასა და მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი და ორგანიზაციული მოღვაწეობისათვის
  • 1976 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: