The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან ჯანდიერი

ლევან ჯანდიერი
დაბადების თარიღი:10 ნოემბერი, 1934
გარდაცვ. თარიღი:1995  (60 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1960 წელს.

1960-1969წწ. მუშაობდა "თბილქალაქპროექტში", 1969-1973წწ. - ტიპობრივი და ექსპერიმენტალური დაპროექტების თბილისის ზონალურ ინსტიტუტში, ხოლო 1973 წლიდან გარდაცვალებამდე - კვლავ "თბილქალაქპროექტში"; ძირითადი ნამუშევრები: თბილისში - საცხოვრებელი სახლები ა. წერეთლის პროსპექტზე, ს. კანდელაკისა და ვ. ბარნოვის ქუჩებზე; სატყეო მრეწველობის სამინისტროს ლაბორატორიული კორპუსი (1980), თბილისის ყოფილი პარტიის ლენინის რაიკომის ადმინისტრაციული შენობა (1978), ყოფილი საქართველოს კპ ცკ-ის ადმინისტრაციული შენობა (ყველა - არქიტექ. ვ. აბრამაშვილთან და გ. მირიანაშვილთან ერთად).

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.1003; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.739

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1982 - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

გააზიარე: