The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დიმიტრი ჯანელიძე

დიმიტრი ჯანელიძე
Date of birth:9 May, 1906
Date of death:1994  (at 87 years)
Category:Critic, Educator, Entertainer

Biography

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მოსკოვის უმაღლეს ლიტერატურულ კურსებზე.

სხვადასხვა დროს მუშაობდა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებსა და უმაღლეს სასწავლებლებში; 1933 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და თბილისის დრამატულ სტუდიებში, 1940 წლიდან კი საქართველოს შოთა რუსთაველის სახ. თეატრალურ ინსტიტუტში, სადაც 1970 წლიდან იყო თეატრისა და კინოს ისტორიისა და თეორიის სამეცნიერო-კვლევითი სექტორის ხელმძღვანელი; ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის თეატრის სამეცნიერო სექციის თავმჯდომარე; დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის კონსულტანტი ქართული თეატრის დარგში; მისი მნიშვნელოვანი შრომებია: "პირველი საბჭოთა სპექტაკლი" (1936), "ქართული თეატრის ხალხური საწყისები" (1948, 1983), ქართული თეატრის ისტორია (ტ. II, 1965), "რუსთაველი და სახიობა" (1967); "ვალერიან გუნია" (1963 ), "სახიობა" (ტ.I-3, 1957, 1972, 1980), "ალექსანდრე მრევლიშვილი" (1957), "ქართული თეატრი უძველესი დროიდან XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე" (1959, რუსულ ენაზე) და სხვა; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; თეატრმცოდნე, თეატრის ისტორიკოსი და კრიტიკოსი; ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1965), პროფესორი (1966).

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.1003; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11. -  თბ., 1987. -გვ. 538

Awards and Honors

  • 1985 - კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია
  • 1982 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1958 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის მედალი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

Bibliography


Share: