შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიმიტრი ჯანელიძე![]()
ბიოგრაფიასწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მოსკოვის უმაღლეს ლიტერატურულ კურსებზე. სხვადასხვა დროს მუშაობდა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებსა და უმაღლეს სასწავლებლებში; 1933 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და თბილისის დრამატულ სტუდიებში, 1940 წლიდან კი საქართველოს შოთა რუსთაველის სახ. თეატრალურ ინსტიტუტში, სადაც 1970 წლიდან იყო თეატრისა და კინოს ისტორიისა და თეორიის სამეცნიერო-კვლევითი სექტორის ხელმძღვანელი; ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის თეატრის სამეცნიერო სექციის თავმჯდომარე; დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის კონსულტანტი ქართული თეატრის დარგში; მისი მნიშვნელოვანი შრომებია: "პირველი საბჭოთა სპექტაკლი" (1936), "ქართული თეატრის ხალხური საწყისები" (1948, 1983), ქართული თეატრის ისტორია (ტ. II, 1965), "რუსთაველი და სახიობა" (1967); "ვალერიან გუნია" (1963 ), "სახიობა" (ტ.I-3, 1957, 1972, 1980), "ალექსანდრე მრევლიშვილი" (1957), "ქართული თეატრი უძველესი დროიდან XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე" (1959, რუსულ ენაზე) და სხვა; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; თეატრმცოდნე, თეატრის ისტორიკოსი და კრიტიკოსი; ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1965), პროფესორი (1966). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.1003; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11. - თბ., 1987. -გვ. 538 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |