შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ თევზაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი(სტუ) სამთო ინჟინერ-მენავთობის სპეციალობით 1955 წელს. მუშაობდა აზერბაიჯანში, 1958 წლიდან –"საქნახშირძიების" ტრესტის, ხოლო 1970 წლიდან – საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული გეოლოგიური სამმართველოს სისტემაში. იკვლევდა კვაისის ტყვია-თუთიისა და ერწოს ვერცხლისწყლის საბადოებს, ხელმძღვანელობდა საძიებო სამუშაოებს შაორის ქვანახშირის, მადნეულის პოლიმეტალებისა და ბარიტის საბადოებზე და საქართველოს მეტალების კომპლექსურ ექსპედიციას. მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დაძიებულია საქართველოს მინერალური რესურსების სამრეწველო მნიშვნელობის მრავალი საბადო. სასარგებლო წიაღისეულის საბადოების(მ. შ. მადნეულის საბადოს) წარმატებული ძიებისა და გეოლოგიური საძიებო სამუშაოებში მიღწეული მაღალი მაჩვენებლებისათვის 1971 მიენიჭა სოციალისტური შრომის გმირის წოდება. 1973 წლიდან იყო ნავთობის საკავშირო სამინისტროს ტრესტ "საქნავთობის" მმართველი, 1975–2004 წლებში–საწარმოო გაერთიანება "საქნავთობის" გენერალური დირექტორი, დეპარტამენტ "საქნავთობის" თავმჯდომარე, სახელმწიფო კომპანია "საქნავთობის" პრეზიდენტი. საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ნავთობისა და გაზის საბადოების ბურღვის კათედრის პროფესორი (1982). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.648; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.85 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |