შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკო ქორთუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი აბასთუმანი, ზუგდიდის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1946 წელს. 1953-1957წწ. თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სასწავლო-სამეცნიერო დარგში. 1957-1984წწ. ამავე ინსტიტუტის რექტორი, 1985 წლის სექტემბრიდან საქართველოს ვ.ი. ლენინის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სკკპ ისტორიის კათედრის გამგე. 60-მდე მეცნიერული შრომის ავტორია, მათ შორის მნიშვნელოვანი მონოგრაფები: "საქართველო 1806-1812წწ. რუსეთ-თურქეთის ომში" (თბ., 1964); "ამიერკავკასია რუსეთ-ირანის ომში 1826-1828" (თბ., 1979); "რუსეთის აღმოსავლური პოლიტიკის ისტორიიდან" (თბ., 1980) და სხვა. დიდი სამამულო ომის მონაწილე, მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1966). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.549; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.182; საქარტველოს ნეკროპოლი: geonecropol.com; ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 110-111 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |