The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეზიკო ჯაფარიძე

თეზიკო ჯაფარიძე
Legal name:თეიმურაზ ჯაფარიძე
Date of birth:30 October, 1936
Date of death:1999  (at 62 years)
Category:Architect, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1961 წელს.

1961 წლიდან მუშაობდა "თბილქალაქპროექტში" არქიტექტორად, უფროს არქიტექტორად, სექტორის უფროსად, არქიტექტურის სახელოსნოს ხელმძღვანელად (1975-1990), 1990-1992წწ. IX სტუდიის ხელმძღვანელად; 1992-1997წწ. შემოქმედებითი გაერთიანების "სვეტის" დირექტორად; 1997 წლიდან იყო I სტუდიის დირექტორი; 1980-1990წწ. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; ნამუშევრები: თბილისში - 1-ელი საშუალო სკოლის აღდგენა-რეკონსტრუქცია (1992-1995), საქართველოს პროკურატურის ადმინისტრაციული შენობა (1980-1983), საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობის აღდგენა-რეკონსტრუქცია (1974-1982), მეტროპოლიტენის სადგური "300 არაგველი" (ქვედა სადგური, 1965), საცხოვრებელი სახლები ატენის, ი. ნიკოლაძის, ი. აბაშიძის ქუჩებზე, ვაშლიჯვრის განაშენიანება, 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლები (1980), მიწისქვეშა გასასვლელები ვაკის პარკთან და ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზთან (1977-1979) და სხვა; არის საქართველოს არქიტექტორთა კავშირის I პრემიის ლაურეატი და სახელმწიფო ჯილდოების მფლობელი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.1005; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.744; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.281

Member of Organizations

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, სარევიზიო კომისიის წევრი
  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, გამგეობის წევრი

Awards and Honors

  • 1995 - ღირსების მედალი
  • 1989 - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

Share: