შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ერვანდ ქოჩარი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა თბილისის ფერწერისა და ქანდაკების სკოლასა (1915-1918) და მოსკოვის სახელმწიფო თავისუფალ სამხატვრო სახელოსნოებში (1918-1919). 1923 წლიდან მუშაობდა პარიზში. 1936 წლიდან სომხეთში. მისი დაზგური და მონუმენტური ქანდაკებისათვის ნიშანდობლივია მოძრაობის ექსპრესიულობა, ზოგჯერ სტილიზაცია. ნამუშევრები: ობელისკი ''არწივი'' (ბრინჯაო, 1955, ზვართნოცის გზაზე), დავით სასუნცის ძეგლი (სპილენძი, 1959) და ფ. ძერჟინსკის მონუმენტური ბიუსტი (სპილენძი, 1969 - ორივე ერევანი). ავტორია ფერწერული ტილოებისა და წიგნის ილუსტრაციებისა. მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი. წყარო : ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.553 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |