The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



არჩილ ჩარგეიშვილი

Date of birth:20 March, 1903
Date of death:4 July, 1971  (at 68 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ზენათი, სენაკის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1928 წელს.

1934 წლიდან მუშაობდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ყელ-ყურ-ცხვირის კათედრაზე, რომელსაც განაგებდა 1952 წლიდან გარდაცვალებამდე. 1952-1971 წლებში იყო საქართველოს ოტორინოლარინგოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე; 1952-1958 წლებში რესპუბლიკის მთავარი ოტორინოლარინგოლოგი. მან შეისწავლა ხორხის სიმსივნეების, ყურის განვითარების ანომალიები, ფეთქებითი ტალღის გავლენა სმენის ორგანოსა და ვესტიბულარულ აპარატზე. ოტორინოლარინგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1950), პროფესორი (1954).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.83

Awards and Honors

  • 1964 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

Share: