შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არჩილ ჩარგეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზენათი, სენაკის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1928 წელს. 1934 წლიდან მუშაობდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ყელ-ყურ-ცხვირის კათედრაზე, რომელსაც განაგებდა 1952 წლიდან გარდაცვალებამდე. 1952-1971 წლებში იყო საქართველოს ოტორინოლარინგოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე; 1952-1958 წლებში რესპუბლიკის მთავარი ოტორინოლარინგოლოგი. მან შეისწავლა ხორხის სიმსივნეების, ყურის განვითარების ანომალიები, ფეთქებითი ტალღის გავლენა სმენის ორგანოსა და ვესტიბულარულ აპარატზე. ოტორინოლარინგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1950), პროფესორი (1954). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.83 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |