The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ ჩარკვიანი

იოსებ ჩარკვიანი
დაბადების თარიღი:8 ნოემბერი, 1888
გარდაცვ. თარიღი:19 სექტემბერი, 1959  (70 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ფერიის სასაფლაო, ბათუმი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი საჩხეური, ლეჩხუმის მაზრა.

დაამთავრა ქ. პეტერბურგის სამხედრო-ქირურგიული აკადემია 1914 წელს.

ქ. ყარსის ციხე-სიმაგრის უმცროსი ექიმი (1914); 1914-1919წწ. პირველი მსოფლიო ომის ირანის ფრონტზე მოქმედი არმიის დრაგუნთა მეცხრამეტე პოლკის უფროსი ექიმი; 1919-1923წწ. ლეჩხუმის სოფელ დერჩში მოაწყო საექიმო პუნქტი და პუნქტის გამგედ დაინიშნა; ქედის რაიონის საავადმყოფოს გამგეა (1923); 1923 წლიდან ბათუმის ქალაქის საავადმყოფოს გამგეა; 1923-1934წწ. ბათუმის ქალაქის საავადმყოფოს გინეკოლოგიური განყოფილების ექიმი-ორდინატორია; 1933-1937წწ. კითხულობდა ლექციებს მეანობა-გინეკოლოგიაში ბათუმის სამედიცინო სასწავლებელში; 1934-1941წწ. იყო ბათუმის ქალაქის სამშობიარო სახლის სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილების გამგე; 1939-1940წწ. ლექციებს კითხულობდა ფიზიოლოგიაში ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1949-1959წწ. ბათუმის მთავარი მეან-გინეკოლოგია; 1949 წლიდან იყო აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფოს გინეკოლოგიური განყოფილების გამგე; ავტორია 50-მდე ნაშრომისა, მათ შორის 1 მონოგრაფიაა; მისი შრომები შეეხება კლინიკური და თერაპიული მეანობისა და გინეკოლოგიის აქტუალურ საკითხებს, რომლებიც იბეჭდებოდა საქართველოსა და საბჭოეთის პრესტიჟულ ჟურნალებში; 1957 წელს მისი თაოსნობით დაარსდა აჭარის მეან-გინეკოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, რომლის უცვლელი თავმჯდომარე თავად იყო; პირველად მან შეასრულა და დანერგა აჭარაში საშოსმხრივი ექსტირპაციები; მეან-გინეკოლოგი, მეან-გინეკოლოგიური სამსახურის ერთ-ერთი დამაარსებელი აჭარაში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1939). პროფესორ ლევან ჩარკვიანის მამა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.83; საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.763-765; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.geი. ი. ჩარკვიანი : ნეკროლოგი // კომუნისტი. - თბილისი, 1959. - 24 სექტემბერი. -გვ.4

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აჭარის მეან-გინეკოლოგთა საზოგადოება, თავმჯდომარის მოადგილე
  • აჭარისა და საქართველოს ექიმთა საზოგადოება, წევრი
  • სკკპ, წევრი (1947-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1951 - ლენინის ორდენი
  • 1948 - მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"
  • 1941 - საქართველოს დამსახურებული ექიმი
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • მედალი "1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისთვის"

გააზიარე: