შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯონდო ჯიბლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადეგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1954 წელს. 1954 წლიდან მუშაობდა "თბილქალაქპროექტში" (1972 წლიდან ქალაქთგეგმარების განყოფილების უფროსი; 1974 წლიდან იყო თბილისის მთავარი არქიტექტორული გეგმარებითი სამმართველოს უფროსი, ქალაქის მთავარი არქიტექტორის პირველი მოადგილე; 1960 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტსა და თბილისის სამხატვრო აკადემიაში; ნამუშევრები: დიღმის საცხოვრებელი რაიონის დაგეგმარება (1960-იანი წლები, ავტორთა კოლექტივთან ერთად); თბილისის გენგეგმა 2000 წლისათვის (1971; ავტორი, პროექტის მთავარი არქიტექტორი; გ. შავდიასთან, ი. ჩხენკელთან, გ. ჯაფარიძესთან ერთად); რკინიგზის ვაგზლის შენობა თბილისში (1988; ავტორთა ჯგუფთან ერთად; საქართველოს სახელმწიფო პრემია, 1992); სახლების სერია დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში. ძეგლები თბილისში: გალაქტიონის (მოქანდაკე ჯ. მიქატაძე), აკად. გ. წერეთლის (მოქანდაკე გ. ოჩიაური). მონაწილეობდა კონკურსებში; დაჯილდოებულია სახელმწიფო ჯილდოებით. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.1009-1010; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.748; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.199 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |