Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არჩილ ჩაჩიბაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ცხაკაია (ყოფილი ახალსენაკი, ახ. ქ. სენაკი). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1928 წლიდან მუშაობდა სკოლაში მასწავლებლად; 1931 წლიდან - კასპის პედაგოგიური ტექნიკუმის დირექტორი; 1937 წლიდან - ქ. თბილისის რაიონის განათლების განყოფილების ინსპექტორი; ამავე წლიდან - საქართველოს სსრ განათლების სამინისტროში ინსპექტორ-მეთოდისტი; 1941 წლიდან - პედაგოგიური სასწავლებლის სექტორის უფროსი; კითხულობდა ლექციებს ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდიკაში უმაღლეს სასწავლებელში (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუგდიდის სამასწავლებლო ინსტიტუტი). ამ პერიოდში სისტემატურად აქვეყნებდა მეთოდურ-კრიტიკულ წერილებს გაზეთებსა და ჟურნალებში. ეკუთვნის მოთხრობები: (კრებული "მოთხრობები", 1948; "მწვერვალები", 1953; "მღვრიე ტალღებში", 1955; "მზე, ღიმილი და სიყვარული", 1964; "ბნელი კლდეების ხეობაში", 1968; "წაბლა", 1971), აგრეთვე გამოკვლევები ქართული ლიტერატურის სწავლების მეთოდიკის, ქართული საბავშვო ლიტერატურის საკითხებზე ("ქართული კლასიკური და თანამედროვე მწერლობის სწავლების საკითხები", 1968; "ქართული საბავშვო ლიტერატურა", 1978; "თანამედროვეობა, მწერალი და მოზარდითაობა", 1984). მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1971). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.88; მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 2/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.326-331 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |