შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვასილ თეთრუაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: თბილისის გუბერნია. დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი (1891), პავლე I სახელობის სასწავლებელი I თანრიგით (1893), ნიკოლოზის გენერალური შტაბის აკადემია II თანრიგით (1901). მსახურობდა 155-ე ყუბანის ქვეით პოლკში, მე-16 გრენადერთა პოლკში; 1907–1909 წლებში მიავლინეს ერევნის დროებითი გენერალ-გუბერნატორის განკარგულებაში, სადაც ასრულებდა სამოქალაქო კანცელარიის მმართველისა და ერევნის გუბერნიის დაცვის ჯარების შტაბის უფროსის მოვალეობას; პირველი მსოფლიო (1914–1918) ომის დაწყებისთანავე 1914–1915 წლებში დროებით ასრულებდა დაღესტნის 82-ე ქვეითი პოლკის უფროსის მოვალეობას, მონაწილეობდა ავსტრიელთა და გერმანელთა წინააღმდეგ ბრძოლებში; 1915 წელს დაინიშნა ლორეს 208-ე ქვეითი პოლკის მეთაურად. დაიღუპა ბრძოლის ველზე. დაკრძალულია ხოლმის გუბერნიის სოფ. ტომაშევოში (უკრაინა), სამხედრო სასაფლაოზე. დაჯილდოებულია ოქროს იარაღით, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1915). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.16 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |