The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანზორ თოთაძე

ანზორ თოთაძე
Date of birth:20 September, 1939  (84 years)
Category:Economist, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკისა და ორგანიზაციის ფაკულტეტი 1963 წელს.

1977–1990 წლებში მუშაობდა სხვადასხვა პარტიულ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. 1991–2006 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის განყოფილების გამგე. 1998–2005 წლებში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დემოგრაფიული დეპარტამენტის თავმჯდომარე. 1968–2005 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. არის სამეცნიერო ჟურნალების "დემოგრაფიის" (1999 წლიდან) და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის "მაცნეს" (2012 წლიდან) მთავარი რედაქტორი. საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი (2013). ანზორ თოთაძის სამეცნიერო შრომები ეძღვნება საქართველოს ეკონომიკის, სოციოლოგიის, საქართველოს და კავკასიის დემოგრაფიის საკითხებს. მის სახელს უკავშირდება საქართველოში ისტორიული დემოგრაფიისა და დემოგრაფიული პუბლიცისტიკის განვითარება. ანზორ თოთაძის ზოგიერთი ნაშრომი გამოცემულია უცხოეთში - რუსეთში, აშშ-სა და აზერბაიჯანში. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (2002). დემოგრაფი.

წყარო: წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.81; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.281

Awards and Honors

  • 2011 - დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია
  • 2010 - დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია
  • 1999 - ღირსების ორდენი
    საქართველოში დემოგრაფიული მეცნიერების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური, საზოგადოებრივი და პუბლიცისტური მოღვაწეობისათვის

Bibliography


Share: