შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანზორ თოთაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკისა და ორგანიზაციის ფაკულტეტი 1963 წელს. 1977–1990 წლებში მუშაობდა სხვადასხვა პარტიულ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. 1991–2006 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის განყოფილების გამგე. 1998–2005 წლებში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დემოგრაფიული დეპარტამენტის თავმჯდომარე. 1968–2005 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. არის სამეცნიერო ჟურნალების "დემოგრაფიის" (1999 წლიდან) და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის "მაცნეს" (2012 წლიდან) მთავარი რედაქტორი. საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი (2013). ანზორ თოთაძის სამეცნიერო შრომები ეძღვნება საქართველოს ეკონომიკის, სოციოლოგიის, საქართველოს და კავკასიის დემოგრაფიის საკითხებს. მის სახელს უკავშირდება საქართველოში ისტორიული დემოგრაფიისა და დემოგრაფიული პუბლიცისტიკის განვითარება. ანზორ თოთაძის ზოგიერთი ნაშრომი გამოცემულია უცხოეთში - რუსეთში, აშშ-სა და აზერბაიჯანში. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (2002). დემოგრაფი. წყარო: წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.81; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.281 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |