შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ჩაჩიკაშვილი![]()
ბიოგრაფიამოღვაწეობდა XVIII -XIX საუკუნეში. იგი თავის დროზე ცნობილი "მწერალთაგანი" იყო. გადაწერილი აქვს უმეტესად სასულიერო შინაარსის წიგნები: კურთხევანი, 1758 წლისა (ხელნაწერთა ინსტიტუტი, A- 1465), თვეთა მეტყველება 1802 წლისა (A-1321); კურთხევანი 1760 წლისა (A-465); აგრეთვე საერო შინაარსის წიგნები: მსოფლიო ისტორია 1769 წლისა (A-657), წიგნი ისტორია-ზნეობრივი არაკების კრებული, 1793 წლისა (A-1168). 1774-1779 წლებში შეადგინა და თავისი ხელით გადაწერა სადევგმირო და სამიჯნურო თხზულებების (შაჰნამე, ბაამიანი, ყარამანიანი, ბარამიანი, ბარამგურიანი, ჩარდარვიშიანი, თამარიანი და სხვ.) დიდი კრებული (A-858, 860, 999) წერდა მხედრულად და ნუსხურად. იმ დროისათვის ცნობილი გადამწერები იყვნენ მისი ვაჟებიც: კორნილიე ანუ კორნილიოსი და თომა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.88
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |