The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ ჯორჯიკია

ნოდარ ჯორჯიკია
დაბადების თარიღი:15 ნოემბერი, 1921
გარდაცვ. თარიღი:1 ივნისი, 2008  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1956 წელს.

თამაშობდა თბილისის გუნდებში - "ნაუკა" (1940-1941), "ტოდო" (1944-1949), "დინამო" (1950-1955); ო. ქორქიასთან ერთად დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში კალათბურთის განვითარების საქმეში; არის მსოფლიო სტუდენტური თამაშების ჩემპიონი (1951), XV ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (ჰელსინკი, 1952); წლების მანძილზე იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოს რეფერენტი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. სპორტის სახეობა: კალათბურთი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.1011; sportstat.gov.geწიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.424

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კალათბურთის ფედერაცია , ვიცე-პრეზიდენტი
  • სსრკ ნაკრები, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ღირსების ორდენი
    ქართული კალათბურთის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1954 - სსრკ ჩემპიონი
  • 1953 - სსრკ ჩემპიონი
  • 1952 - სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
  • 1951 - სსრკ თასის მფლობელი
  • 1950 - სსრკ თასის მფლობელი
  • 1950 - სსრკ ჩემპიონი
  • 1947 - ევროპის ჩემპიონი
  • 1946 - სსრკ ჩემპიონი
  • 1944 - სსრკ ჩემპიონი
  • ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: