Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯაჯუ ჯორჯიკია![]()
Biographyჩაირიცხა ვალაბრის (საფრანგეთი) სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრო-ბიოლოგიურ ფაკულტეტზე 1904 წელს. 1907 წელს დაბრუნდა სამშობლოში და ქუთაისის სკოლებში ასწავლიდა ფრანგულ ენასა და ბუნებისმეტყველებას; 1911 წლიდან იყო საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობის დამფუძნებელი წევრი; 1921-1931წწ. - სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის დირექტორი; XXს. 10-იანი წლებიდან მისი მინიატურები, მოთხრობები და თარგმანები იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში - "სახალხო გაზეთი", "იმერეთი", "კოლხიდა", "სამშობლო", "გრდემლი", "ოქროს ვერძი" და სხვა; იმდროინდელი ქართული კრიტიკა მის შემოქმედებას მაღალ შეფასებას აძლევდა; 1914 წელს გამოვიდა მწერლის თხზულებათა პირველი კრებული; 1925 წელს - მეორე - "ფერადი მოთხრობები"; ავტორია აგრეთვე ფრანგული ენის სასკოლო სახელმძღვანელოებისა; 1931 წლიდან მოღვაწეობდა თბილისში, უმთავრესად პედაგოგიურ სარბიელზე (საქართველოს თეატრალური ინსტიტუტი, ყოფილი 23-ე სკოლა და სხვა); 1944 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იგი თბილისის ვაჟთა I საშუალო სკოლის დირექტორი იყო; მან დიდი წვლილი შეიტანა სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის გასაუმჯობესებლად, ფართო ასპარეზი დაუთმო მოსწავლეთა საგნობრივ, ლიტერატურულ, თეატრალურ და სხვა შემოქმედებას, ამასთან მოსწავლეებს უნერგავდა დიდსულოვნებასა და პატრიოტიზმს; დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით; საზოგადო მოღვაწე. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.1011-1012; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11. -თბ., 1987. -გვ.574; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.141 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |