შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ტუმანოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხელთუბანი, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა ნიკოლოზის კადეტთა კორპუსი, ნიკოლოზის საკავალერიო სასწავლებელი. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1911). სამხედრო სამსახურში იყო 1866 წლიდან. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში (1877–1878). 1894 წლიდან იყო პოლკოვნიკი, მეთაურობდა საიმპერატორო ბადრაგის ლაიბ-გვარდიის ყირიმელ თათართა რაზმს, 1903 წლიდან გენერალ-მაიორი-მეთაურობდა ციმბირის კაზაკთა დივიზიის მე-2 ბრიგადას, 1905–1912 წლებში იყო საგანგებო დავალებათა გენერალი იმპერატორის კარზე. დაჯილდოებულია უცხოეთის სახელმწიფოთა (პრუსია, იაპონია, თურქეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი და სხვ.) ორდენებით. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1911). გენერალ-მაიორ მიხეილ თუმანიშვილის ტყუპისცალი. გარდაიცვალა სანკტ-პეტერბურგში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.124 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |