Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით თუშაბრამიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი შრომა, ახლანდელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი. აკადემიკოს ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მეცნიერი-თანამშრომელი (1955–1970), არქეოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი (1973–1989) და წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი (1989–1992), საქართველოს არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ქვის ხანის სექტორის ხელმძღვანელი (1984–1987) და უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (1989–1992). სხვადასხვა დროს ეწეოდა პედაგოგიურ მუშაობას. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის არქეოლოგიის კათედრის დოცენტი. მის სახელთან დაკავშირებულია ქვის ხანის მრავალი ძეგლის აღმოჩენა-შესწავლა; მუზეუმის არქეოლოგიური განყოფილების ქვის ხანის უმდიდრესი ფონდის შექმნა, მუზეუმის არქეოლოგიურ გამოფენაზე ქვის ხანის ექსპოზიცია; საქართველოში ქვის ხანის სპეციალისტების აღზრდა. ადგილობრივ და საზღვარგარეთ გამოქვეყნებული აქვს მრავალი მეცნიერული მონოგრაფია და სტატიები. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა "საქართველოს სსრ წითელი წიგნის" მომზადებასა და გამოქვეყნებაში. დავით თუშაბრამიშვილის აღმოჩენებსა და ნაშრომებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოსა და კავკასიაში პირველყოფილი ადამიანის საზოგადოების განვითარებისა და განსახლების შესწავლაში. მიღებული აქვს მთავრობის საპატიო სიგელები. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი. საქართველოს და კავკასიის ძველი ქვის ხანის მკვლევარი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.136; ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 49-50 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |