The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჰუგო ჰუპერტი

ჰუგო ჰუპერტი
Date of birth:5 June, 1902
Date of death:25 March, 1982  (at 79 years)
Burial location:ქ. ვენა, ავსტრია
Category:Scientist, Translator, Writer, Poet

Biography

დაბადების ადგილი: ბიალა-ბიელიცი, სილეზია, პოლონეთი.

სწავლობდა სორბონის უნივერსიტეტში, მოსკოვის წითელი პროფესურის ინსტიტუტში.

1928-1932წწ. მუშაობდა მოსკოვში, მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტში, 1936 წლიდან ჟურნალ ინტერნაციონალური ლიტერატურის (გერმანული ფურცლები) მთავარი რედაქტორის მოადგილედ. 1939-1941 წლებში იყო მ. გორკის სახელობის მსოფლიო ლიტერატურის ინსტიტუტში. 1944-1945 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიაში. 1949-1954წწ. პერიოდულად ცხოვრობდა თბილისში; მის შემოქმედებაში საქართველო ერთ-ერთი წამყვანი თემაა. ჩვენში იგი პირველად ჩამოვიდა 1949 წელს და დაიწყო მზადება ვეფხისტყაოსნის სათარგმნელად, რომელიც დაასრულა 1954 წელს. წიგნი პირველად გამოვიდა 1955 წელს მისივე წინასიტყვაობით "რუსთაველი და მისი პოემა" (ილუსტრაციები ს. ქობულაძისა), მეორედ გამოიცა 1970 წელს (ილუსტრირებული ლ. ცუცქირიძის მიერ), მესამედ 1980 და მეოთხედ 1982 წლებში. საქართველოსადმია მიძღვნილი მისი ლირიკული კრებული ყარიბის ქართული არგანი. 1956 წლიდან ცხოვრობდა ვენაში. თანამშრომლობდა გდრ-ის ჟურნალებში, უმთავრესად "ველტბიუნეში", სადაც აქვეყნებდა საქართველოსადმი მიძღვნილ წერილებს - "რეპორტიორის თვალით დანახული რუსთაველი" (1956, №47), "ღირსპატივსაცემი თბილისი" (1959, №2), რომლებიც შევიდა ჰუპერტის პუბლიცისტურ წერილთა კრებულში "წუთები და მომენტები" (1978, გდრ). 1958 წლიდან ავსტრიის სხვადასხვა ქალაქებში კითხულობდა მოხსენებათა ციკლს საერთო სახელწოდებით "საქართველო - კალიფორნია შავი ზღვის პირას". 1966 წელს მონაწილეობდა რუსთაველის საიუბილეო ზეიმში, გამოვიდა სიტყვით, მისი ინტერვიუ დაიბეჭდა გაზეთ "კომუნისტში" (1966, 2 ოქტ.). ჰუპერტის სამწიგნიანი მემუარების მესამე წიგნში "ქიში ორეულს" (1979) შევიდა მოგონებები საქართველოზე. მის ბოლო რილიკულ კრებულში "ნიშნები ანუ სავსე მთვარე შეკვეთით"(1981) ჩართულია ლექსი "კავკასიაში, ირაკლი აბაშიძის მოტივების მიხედვით" (1979); 1969 წელს ავსტრიის რესპუბლიკამ მიანიჭა პროფესორის წოდება; მიღებული აქვს ჰაინრიხ ჰაინეს სახელობის პრემია (1964), გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის (გდრ) ეროვნული პრემია (1967), ავსტრიის რესპუბლიკის მეცნიერებისა და ხელოვნების საპატიო ჯვარი (1969). ავსტრიელი პოეტი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.1016; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ.,1987.-გვ. 696

Member of Organizations

  • ავსტრიის კომპარტია, წევრი (1921-)
  • გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის (გდრ) ხელოვნების აკადემია, წევრ-კორესპოდენტი (1963-)

Awards and Honors

  • 1967 - საპატიო ნიშნის ორდენი

Share: