The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი თევზაძე

გიორგი თევზაძე
Date of birth:5 July, 1914
Date of death:23 August, 1988  (at 74 years)
Category:Astronomer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1934 წელს.

1931-1934წწ. - თბილისის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის დამკვირვებელი-ლაბორანტი; 1934-1937წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომიის კათედრის ასპირანტი; 1935-1936წწ. - შეთავსებით აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1942-1988წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის თეორიული მექანიკის კათედრა; პარალელურად - ამავე ინსტიტუტის გეოდეზიისა და სამარქშეიდერო საქმის კათედრა. იგი იკვლევდა ჯერადი სისტემების მდგრადობის საკითხებს; ასევე, შეიმუშავა ვარსკვლავთა ზოგიერთი ჯერადი სისტემის დაშლის კრიტერიუმები. აბასთუმნის ობსერვატორიაში მუშაობის დროს, 1942 წლის დეკემბერში, ტელესკოპით, ასტრო-ფოტოგრაფიის გზით მან აღმოაჩინა მანამდე უცნობი ორი ახალი კომეტა, რომელთაც ეწოდა - "კომეტა 1942 თევზაძე 1" და "კომეტა 1942 თევზაძე 2". ეს იყო საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე პირველი ასტრონომიული აღმოჩენა. ამ აღმოჩენის გამო გიორგი თევზაძე წყნარი ოკეანის ასტრონომიულმა კორპორაციამ სან-ფრანცისკოში დააჯილდოვა "ჟოზეფ დონოჰოეს" მედლით და სამკერდე ნიშნით. მის კალამს ეკუთვნის სამეცნიერო მონოგრაფია - "რუსთაველის კოსმოლოგია", სადაც დასაბუთებულია, რომ რუსთაველის "ვეფხისტყაოსანში" გამოთქმული პოეტის ასტრალური წარმოდგენები და შეხედულებები მზის სისტემაზე, გაცილებით სწორი და პროგრესული იყო, ვიდრე მაშინ საყოველთაოდ მიღებული პტოლემეოსის გეოცენტრული სისტემა. ასტრონომი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1964).

საკანდიდატო დისერტაციის თემა -  "Определение широты и долготы Абастуманской обсерватории на горе Канобили из наблюдений, произведённых в 1939 г.". დაიცვა 1941 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "О неустойчивости кратных звёзд типа Трапеции". დაიცვა 1962 წელს.

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.226-227

Awards and Honors

  • 1980 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: