შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ჩიკვაიძე![]()
ბიოგრაფიასაქართველოში საბჭოთა ხელისუფლების პირველი დღეებიდანვე რესპუბლიკაში ფიზკულტურულ-სპორტული მოძრაობის ერთერთი ხელმძღვანელი იყო. იგი მუშაობდა ფიზკულტურული და სპორტის უმაღლესი საბჭოს, მისი რეორგანიზაციის შემდეგ კი საქართველოს ფიზკულტურული და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ. 1947 წლიდან გარდაცვალებამდე საქართველოს ფიზკულტურული და სპორტის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი იყო. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოში ძალოსნობის, მძლეოსნობისა და სპორტის მრავალი სახეობის განვითარებაში. მისმა სამეცნიერო შრომებმა ხელი შეუწყო ძალოსანთა ვარჯიშის მეთოდიკის დახვეწასა და სპორტის შედეგების პროგრესს. თანამედროვე საბჭოთა სპორტის ერთერთი ფუძემდებელი საქართველოში. პირველი ქართველი მსოფლიო რეკორდსმენი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.118; http://dspace.nplg.gov.ge//handle/1234/83462 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |