Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეოდოსი (არქიმანდრიტი)![]()
Biographyდაამთავრა თელავის სასულიერო სემინარია 1800 წელს. იყო დავით რექტორის მოწაფე. 1802 წელს აკურთხეს მღვდლად. 1804–1814 წლებში იყო თელავის მიძინების ტაძრის დეკანოზი, 1814–1824 წლებში თბილისის კეთილშობილ ქალთა სასწავლებლის საღვთო სჯულის და ქართული სიტყვიერების პედაგოგი, 1826–1831 წლებში თელავის სასულიერო სემინარიის ზედამხედველი, 1827 წლიდან არქიმანდრიტი, 1831–1844 წლებში იოანე ნათლისმცემლის უდაბნოს წინამძღვარი. თეოდოსი ავტორია თეოლოგიური ხასიათის არაერთი ნაშრომისა, რომელთა დედნები დღეს დაკარგულად ითვლება. იგი თანაუგრძნობდა 1832 წლის შეთქმულებას. ეწეოდა ფართო საქველმოქმედო და საზოგადო მოღვაწეობას. სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, განმანათლებელი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.42; georgianencyclopedia.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |