შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი თვაური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი წინარეხი, ახლანდელი კასპის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა ქ. ტამბოვის სამხედრო-საავიაციო სასწავლებელი 1942 წელს. II მსოფლიო ომის (1939–1945) დროს მონაწილეობდა ბელორუსიისა და პოლონეთის ბრძოლებში, ბერლინის ოპერაციაში. შეასრულა 200 საბრძოლო გაფრენა. ომის დამთავრების შემდეგ მსახურობდა გერმანიაში. 1962 წლიდან თადარიგში გავიდა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის საბრძოლო ორდენები და მედლები, ასევე უცხოური ორდენები. გვარდიის პოდპოლკოვნიკი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.60; georgianencyclopedia.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |