შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელენე ჩიკვაიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა თბილისში მ. პერინის კერძო ქორეოგრაფიულ სტუდიაში. 1929 წელს დაამთავრა ლენინგრადის ქორეოგრაფიული სასწავლებელი (მ. რომანოვასა და ა. ვაგანოვას კლასები). 1924–1925წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი; 1929-1941 წლებში იყო ლენინგრადის ს. კიროვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის, 1943-1957 წლებში კი - მოსკოვის დიდი თეატრის წამყვანი სოლისტი; 1954–1956წწ. მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებლის პედაგოგი; 1956–1982წწ. მოსკოვის დიდი თეატრის ბალეტმაისტერ–რეპეტიტორი; მის ცეკვას ახასიათებდა უშუალობა, ლირიზმი. ქართული რეპერტუარი: მანიჟე(ა. ბალანჩივაძე "მთების გული", 1938, პირველი შემსრულებელი); სხვა რეპერტუარი: ჯულიეტა, ოდეტა–ოდილია(ჩაიკოვსკი "რომეო და ჯულიეტე", "გედების ტბა"), ხასინტა(კრეინი "ლაურენსია", 1939, პირველი შემსრულებელი, ბალეტმაისტერი ვ. ჭაბუკიანი), ჩერქეზი ქალი(ასაფიევი "კავკასიელი ტყვე", 1938, ბალეტმაისტერი ლ. ლავროვსკი); წლების მანძილზე იყო ვ. ჭაბუკიანის პარტნიორი; ბალეტის მოცეკვავე, ბალეტმაისტერი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.118; ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 532 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |