The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ჩიკოიძე

დაბადების თარიღი:1852
გარდაცვ. თარიღი:1897  (45 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

სწავლობდა პეტერბურგის საარტელერიო სასწავლებელში.

1874 წელს ჟენევაში ყოფნის დროს დაუკავშირდა რუს ხალხოსნებს. იყო საზოგადოება "უღლის" წევრი. 1875 წელს დააპატიმრეს მოსკოვში. 1877 წელს გაასამართლეს "50-ის პროცესზე" და მიუსაჯეს ციმბირში გადასახლება. 1881 წელს ციმბირიდან მოსკოვში გაიქცა და შევიდა საზოგადოება "ნაროდნაია ვოლიას" ორგანიზაციაში. 1883 წელს ისევ შეიპყრეს და 3 წლის კატორღა მიუსაჯეს. ციმბირიდან 1885 წელს იაკუტიაში გაგზავნეს. 1895 წელს გადაიყვანეს კურგანში, სადაც გარდაიცვალა ჭლექით. რევოლუციურ-ხალხოსნური მოძრაობის მონაწილე. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.118


გააზიარე: