Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ჩიქოვანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ზემო ხანდაკი, კასპის რაიონი. დაამთავრა პეტროგრადის გზათა მიმოსვლის ინჟინრების ინსტიტუტი 1922 წელს. 1922-1930წწ. მუშაობდა ზაჰესისა და რიონჰესის მშენებლობის საპროექტო ბიუროების უფროსად; 1931-1937წწ. იყო ხრამჰეს-1-ის მშენებლობის მთავარი ინჟინერი, იმავდროულად ჰესების დაპროექტებისა და მშენებლობის ამიერკავკასიის ტრესტის მთავარი ინჟინერი და მმართველი. მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ზაჰესის, რიონჰესისა და ხრამჰეს-1-ის მშენებლობის საქმეში. ლექციებს კითხულობდა საქართველოს პოლიტექნიკურ და თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინრების ინსტიტუტებში. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომი "მასალათა გამძლეობისა და გრაფიკული სტატისტიკის საფუძვლების ამოცანათა კრებული (თბილისი, 1933). ინჟინერ-ჰიდრო-ენერგეტიკოსი, პროფესორი (1931). სტალინური რეპრესიების მსხვერპლი, რეაბილიტირებული. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.142; სტალინური სიები საქართველოდან: nplg.gov.ge; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.382 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |