Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კაცია ჩიქოვანი![]()
Biographyიმერეთის სამეფოს ვეზირი, აღზევდა ლევან III დადიანის დროს 1661-1680 წლებში. მოკლე დროში გორდელ აზნაურს იმერეთის მეფემ ბაგრატ IV -მ ვეზირობა მისცა, ლეჩხუმი და საინასარიძო უბოძა. მალე სამეგრელოს სამთავროს კარის "უფროსი და ვეზირი" გახდა. დადიანმა სალიპარტიანო (ოდიშის ჩრდილოეთ აღმოსავლეთი ნაწილი, მდინარე ტეხურის ორსავე ნაპირას) მისცა და, როგორც ამ კუთხის მფლობელი, ლიპარტიანად აღიარა. ჩიქვანის დაწინაურებას ხელი შეუწყო იმერეთის მეფისა და დადიანის კონფლიქტმა ლეჩხუმის გამო, ისინი ცდილობდნენ თავიანთ სასარგებლოდ გამოეყენებინათ კაცია ჩიქოვანი. მას კი საკუთარი ინტერესები ჰქონდა - დაუნდობლად ანადგურებდა თავის მეტოქეებს, ოდიშის ძირძველ წარჩინებულ საგვარეულოთა წარმომადგენლებს, თვით დადიანის სახლის წევრებსაც, და თავის მემკვიდრეებს გადადიანებისაკენ უკაფავდა გზას. 1704 წელს ჩიქვანის ინიციატივით მისი შვილიშვილი კაცია I დადიანად აკურთხეს და ამიერიდან ოდიშის სამთავროში ახალი, ჩიქვანთა დინასტია გადადიანდა. გარდაიცვალა 1681-1682 წლების მიჯნაზე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.142
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |