შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სავლე ჩიხელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კაცხი, ჭიათურის რაიონი. დაამთავრა ახლანდელი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1930 წელს. 1931-1958 წლებში მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიურ ინსტიტუტში, 1955-1958 წლებში კი განყოფილების გამგედ გადაიყვანეს. 1958 წლიდან - ჰიდროგეოლოგიური და საინჟინრო გეოლოგიურ პრობლემათა ლაბორატორიაში აგრძელებს მუშაობას. იგი საქართველოში პალეოზოური წარმონაქმნების გეოლოგიური კვლევის ფუძემდებელია; 1948 წელს მან პირველმა შეაჯამა და განაზოგადა მათი სტრატიგრაფიის საკითხები, 1961 წელს მან თანამედროვე დონეზე პირველმა განაზოგადა აგრეთვე საქართველოს მინერალური წყლების ჰიდროგეოლოგიური და ჰიდროქიმიური საკითხები. გეოლოგ-მინერალოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1945). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.144 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |